ახალი ამბები

ივანიშვილი საყვარელმა პოეტმა მაღრაძემ მიატოვა და დამწყები პოეტი თალაკვაძის ამარა დარჩა – გოცირიძე

10 აპრილი, 2019 • 1171
ივანიშვილი საყვარელმა პოეტმა მაღრაძემ მიატოვა და დამწყები პოეტი თალაკვაძის ამარა დარჩა – გოცირიძე

“ეს იყო შეშინებული კაცის დარდები, რომელიც ხვდება, რომ კარგავს ძალაუფლებას, რომ დარჩა მარტო და გაწირა ყველამ, ვისაც კი ჭკუა მოეკითხებოდა”, – ასე აფასებს ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი რომან გოცირიძე, ბიძინა ივანიშვილის 9 აპრილის ინტერვიუს ტელეკომპანია იმედის ეთერში.

“4-ჯერ ახსენა კაპიტანი გიგაური, ორჯერ მეტად -შალვა შავგულიძე, უთვალავჯერ- ენმ და არც ერთხელ- რუსეთი. ის არის გახლართული პარტიულ ინტრიგებში, მიატოვა საყვარელმა პოეტმა მაღრაძემ და დარჩა დამწყები პოეტი თალაკვაძის ამარა”, – აცხადებს რომან გოცირიძე.

დეპუტატი ფიქრობს, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს წამოსცდა, როდესაც ანაკლიის პორტზე თქვა, რომ ამაჟამად მომეგებიანი არ არის და რენტაბელობას მხოლოდ ათეული წლების შემდეგ მიაღწევს. გოცირიძისი თქმით, ამას რომ ინვესტორი მოისმენს, პროექტის დაფინანსების სურვილი დაეკარგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი