ახალი ამბები

თბილისს უახლოეს მომავალში ავტობუსის 21 ქალი მძღოლი დაემატება – კალაძე

10 აპრილი, 2019 • 755
თბილისს უახლოეს მომავალში ავტობუსის 21 ქალი მძღოლი დაემატება – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, სატრანსპორტო კომპანიას ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე მომუშავე 6 ქალი დაემატა, 21 კი უახლოეს მომავალში დაემატება.

“ერთი სასიამოვნო ინფორმაცია გვაქვს – ქალი მძღოლები შემოგვემატა სატრანსპორტო კომპანიაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დამატებით 6 ქალი იმუშავებს. ეს გადამზადების ძალიან საინტერესო პროგრამა არის, რომელსაც ევროპის რეკონსტურქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ვახორციელებთ, მათი დაფინანსებით ხდება ეს ყველაფერი”, – თქვა კალაძემ დღეს, 10 აპრილს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მისივე ინფორმაციით, დამატებით კიდევ 21-მა ქალმა გაიარა გადამზადება და აიღო ავტობუსის სამართავად საჭირო D კატეგორიის მართვის მოწმობა. აღნიშნული ქალები თბილისში უახლოეს მომავალში შემოსულ ახალ ავტობუსებზე დასაქმდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი