“აფხაზეთში 11 ათასი პენსიონერია. მათ დახმარება და პენსიის გაზრდა სჭირდებათ. ისინი მიიღებენ იმდენივეს, რამდენსაც რუსეთის ფედერაციაში იღებენ პენსიონერები, შესაძლოა, ცოტა მეტიც მიიღონ,”- აცხადებს ბუტბა.
დღეს აფხაზეთში პენსია 500 რუბლს [დაახლოებით, 21 ლარი] შეადგენს. მისი გაზრდის შედეგად აფხაზეთში პენსიის ოდენობა დაახლოებით 3775 რუბლი იქნება [დაახლოებით, 151 ლარი].
ბუტბას თქმით, რუსეთი აღნიშნული მიზნისთვის აფხაზეთს 500 მილიონ რუბლს გამოუყოფს. საუბარია პენსიის ოდენობის ზრდაზე მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეებისთვის, ვისაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა არ გააჩნია და, შესაბამისად, არ იღებს რუსეთის პენსიას.
| |||