ახალი ამბები

64%-ს, ვინც სესხის აღება სცადა, რეგულაციების გამო პრობლემა შექმნა – კვლევა

8 აპრილი, 2019 • 1212
64%-ს, ვინც სესხის აღება სცადა, რეგულაციების გამო პრობლემა შექმნა – კვლევა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” დაკვეთით მომზადებული კვლევის მიხედვით, საბანკო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, გამოკითხულთა 14%-მა სცადა ახალი კრედიტის აღება, რომელთაგან 64%-ს სესხის აღების პროცესში პრობლემები შეექმნა.

გამოკითხულთა 65%-ს სმენია 2019 წლის პირველი იანვრიდან ეროვნული ბანკის მიერ სესხების გაცემაზე დაწესებული რეგულაციების შესახებ.

სებ-ის თანახმად, ახალი დებულების მიზანია, ფინანსურმა ინსტიტუტმა გადახდისუნარიანობის შესწავლის გარეშე მომხმარებელს სასესხო ან სხვა ვალდებულება (მაგ. თავდებობა) არ დააკისროს. დებულებით, რომელიც მთელ საფინანსო სექტორზე ვრცელდება, დგინდება, რამდენი უნდა იყოს ყოველთვიური სასესხო გადასახადი ხელფასის მიმართ.

კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“  დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. გამოიკითხა 2087 ადამიანი., კვლევის ცდომილების ზღვარი +-  2.3% პუნქტის ფარგლებშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი