ახალი ამბები

ვის ინტერესებს გამოხატავენ ტელევიზიები მოსახლეობის აზრით – TI-ს კვლევა

8 აპრილი, 2019 • 888
ვის ინტერესებს გამოხატავენ ტელევიზიები მოსახლეობის აზრით – TI-ს კვლევა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” დაკვეთით მომზადებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 55% ფიქრობს, რომ ტელეკომპანია “იმედი” მთავრობის ინტერესებს ატარებს.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა  63%-ის აზრით, “რუსთავი 2” ოპოზიციის ინტერესებს ატარებს.

გამოკითხულთა 18% მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი მთავრობის ინტერესებს გამოხატავს.​​​​​​​

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 31% ფიქრობს, რომ ხელისუფლება “ყოველთვის ერევა” მედიის საქმიანობაში, ხოლო 43%-მა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მედიის საქმიანობაში “ხანდახან ერევა”.​​​​​​​


კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“  დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. გამოიკითხა 2087 ადამიანი., კვლევის ცდომილების ზღვარი +-  2.3% პუნქტის ფარგლებშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი