“საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” დაკვეთით მომზადებული კვლევით, მოსახლეობის 36% ინფორმირებულია, რომ „ფეისბუქზე” სპეციალური გვერდებია შექმნილი, რომლებიც ყალბ ამბებს ავრცელებენ და რომელთა უკან, კვლევის ავტორების თქმით, სავარაუდოდ, ხელისუფლება და ოპოზიცია დგას.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 59% ამ გვერდების შესახებ არ არის ინფორმირებული.
ინფორმირებული 36%-დან 15% ფიქრობს, რომ ყალბი გვერდების უკან ხელისუფლება დგას, ხოლო 10%-ის აზრით- ოპოზიცია. კვლევის მიხედვით უმრავლესობამ, რაც 60% შეადგენს, არ იცის ან უარი თქვა პასუხზე.
კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. გამოიკითხა 2087 ადამიანი., კვლევის ცდომილების ზღვარი +- 2.3% პუნქტის ფარგლებშია.