გამოკითხულთა 53% დაგროვებით საპენსიო სისტემას უარყოფითად აფასებს – კვლევა

“საერთაშორისო გამჭვირვლობა – საქართველოს” დაკვეთით მომზადებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 53% სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სქემას უარყოფითად აფასებს. გამოკითხულთა 87%-ს საპენსიო რეფორმის შესახებ სმენია.

გამოკითხულთა 49% ამბობს, რომ ჩაერთო ახალ საპენსიო სქემაში. იმ პირთა 95%, რომელმაც თქვა, რომ დასაქმებულია, სმენია ახალი საპენსიო სქემის შესახებ და მასში ჩაერთო კიდეც.

2019 წლის პირველი იანვრიდან დაგროვებითი საპენსიო სისტემის ახალი მოდელი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც 40 წლამდე დასაქმებული მოქალაქეებისთვის სავალდებულოა დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა.  ისინი ვალდებულნი არიან, საპენსიო ფონდში დასაბეგრი ხელფასის 2% შეიტანონ. თანხის გადარიცხვას ახორციელებს დამსაქმებელი დასაქმებულის სახელით.

კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“  დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. გამოიკითხა 2087 ადამიანი., კვლევის ცდომილების ზღვარი +-  2.3% პუნქტის ფარგლებშია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.