“საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” დაკვეთით მომზადებული კვლევით, მოსახლეობის 80% ქართულ პოლიტიკაში ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენის საჭიროებას ხედავს.
კვლევის მიხედვით, ახალი ძალის გამოჩენის საჭიროებას მოსახლეობის მხოლოდ 14 პროცენტი ვერ ხედავს, 6-მა პროცენტმა კი ამ კითხვას არ უპასუხა.
კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. გამოიკითხა 2087 ადამიანი., კვლევის ცდომილების ზღვარი +- 2.3% პუნქტის ფარგლებშია.