ახალი ამბები

მხოლოდ 18% მიიჩნევს, რომ საქართველოში სასკოლო განათლება ხარისხიანია – კვლევა

8 აპრილი, 2019 • 1525
მხოლოდ 18% მიიჩნევს, რომ საქართველოში სასკოლო განათლება ხარისხიანია – კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“  დაკვეთით CRRC-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 45% მიიჩნევს, რომ საქართველოში სასკოლო განათლების 45 პროცენტი საშუალო ხარისხისაა, 18 პროცენტის აზრით ხარისხიანია, ხოლო 32 პროცენტის თქმით – უხარისხო.

 

“2018 წლის სექტემბერში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” (TI) გამოაქვეყნა კვლევა სასკოლო განათლების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ბოლო 6-7 წლის განმავლობაში ქართული სასკოლო განათლების ხარისხი თითქმის არ შეცვლილა, მაშინ როცა ამავე პერიოდში ამ პროგრამის საბიუჯეტო დაფინანსება გაორმაგდა.

სწორედ ამიტომ, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში დავინტერესდით, რას ფიქრობს მოსახლეობა სასკოლო განათლების ხარისხზე. გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი (45%) სასკოლო განათლების ხარისხს საშუალოდ აფასებს, ხოლო გამოკითხულთა მესამედი – უარყოფითად”, – ნათქვამია TI-ის პრესრელიზში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“  დაკვეთით კვლევა 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) ჩაატარა. TI-ის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 2087 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ცდომილების ზღვარი +-  2.3% პუნქტის ფარგლებშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი