ახალი ამბები

იტალიაში საქართველოს მოქალაქე ბარის სტუმრებს თავს ნიჩბით დაესხა – იტალიური მედია

8 აპრილი, 2019 • 1985
იტალიაში საქართველოს მოქალაქე ბარის სტუმრებს თავს ნიჩბით დაესხა – იტალიური მედია

იტალიაში, ქალაქ მოლფეტაში მდებარე ბარში, საქართველოს მოქალაქე ბარის სტუმრებს თავს ნიჩბით დაესხა. ინციდენტის შესახებ რამდენიმე იტალიური მედია წერს.

იტალიური მედიის ცნობით, კაცი ბარში მაისურის გარეშე შევიდა და განაცხადა, რომ ის გულ-მკერდის არეში ტკივილს გრძნობდა. შემდგომ კი იქ მყოფი სტუმრები და ბარის ინფრასტრუქტურა ნიჩბით დააზიანა.

ბარის სტუმრებმა პოლიცია გამოიძახეს, თუმცა კაცმა გაქცევა მოახერხა. სამართალდამცველებმა ცოტა ხნის შემდეგ ის სანაგვე ბუნკერის თავზე იპოვეს. კაცს სხეულზე სხვადასხვა დაზიანები აღენიშნებოდა, პოლიციამ კი მისი დაკავება მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც კაცი სამართალდამცველების მანქანის საქარე მინას შეეჯახა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი