ახალი ამბები

აფეთქება და ნგრევა დიღმის მასივში – არიან დაშავებულები

7 აპრილი, 2019 • 1016
აფეთქება და ნგრევა დიღმის მასივში – არიან დაშავებულები

თბილისში, დიღმის მასივში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვას აფეთქება და ნგრევა მოჰყვა.

როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო დიტუაციების მართვის სამსახურში გამუცხადეს, აფეთქება  სადარბაზოს მესამე სართულზე მოხდა, რის შედეგადაც სამი ბინის შიდა და გამყოფი კედლები ჩამოინგრა.

უწყების ცნობით, ნანგრევებში არავინ მოყოლილა, თუმცა აფეთქების შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვაბილნი.

ადგილზე 10 სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

გარეკანზე: ფოტო არქივიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი