რეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა

რეჟისორი გიორგი დანელია ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ “ნოვაია გაზეტა” მის ოჯახზე დაყრდნობით იუწყება.

გიორგი დანელია მიმდინარე წლის თებერვალში საავადმყოფოში პნევმონიის დიაგნოზით გადაიყვანეს და მას შემდეგ ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იყო.

რეჟისორი 1930 წელს თბილისში დაიბადა და რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში იზრდებოდა. გიორგი დანელიას ფილმებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობა “მიმინომ” მოიპოვა. ასევე აქვს გადაღებული ფილმები “მე დავდივარ მოსკოვში”, “შემოდგომის მარათონი”, “პასპორტი” და სხვ.

1990 წელს გიორგი დანელიას სახალხო არტისტის წოდება მიანიჭეს.

ფოტო სტატიის გარეკანზე: TASS

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან