ახალი ამბები

საქართველოს ბანკში სწრაფი ფულადი გზავნილის მომსახურებით სარგებლობისას მომხმარებელი დასაჩუქრდება

2 ოქტომბერი, 2014 • 2669
საქართველოს ბანკში სწრაფი ფულადი გზავნილის მომსახურებით სარგებლობისას მომხმარებელი დასაჩუქრდება

აქციაში მონაწილეობისთვის, ფულადი გზავნილით თანხის გაგზავნა ან მიღება ნებისმიერი მიმართულებითაა შესაძლებელი, გზავნილის მოცულობა კი საკმარისია შეადგენდეს 300 ერთეულს. მობილურის ბალანსი მომხმარებელს ავტომატურად შეევსება, მესამე გაგზავნილი ან მიღებული გზავნილის განხორციელებიდან მეორე სამუშაო დღეს. აქცია უკვე დაიწყო და გრძელდება 2015 წლის 1–ელ თებერვლამდე.

 

საქართველოს ბანკი მომხმარებელს სთავაზობს სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემების დიდ არჩევანს. ესენია: „ვესტერნ იუნიონი“, „რია ფულადი გზავნილები”, „ელვა”, „მანიგრამი“, „კონტაქტი“, „ანელიკი“, „ინტერექსპრესი“, „იუნისტრიმი“, „ზოლოტაია კორონა“ და „ლიდერი“.

 

საქართველოს ბანკის მომხმარებელს სწრაფი ფულადი გზავნილის მიღება სერვისცენტრის გარდა, ასევე, სატელეფონო ცენტრისა და ბანკომატის მეშვეობით შეუძლია. როგორც საქართველოს ბანკის სატელეფონო ცენტრის, ისე ბანკომატის მეშვეობით მომხმარებელს მარტივად შეუძლია გამოგზავნილი თანხის ჩარიცხვა საკუთარ ანგარიშზე.

.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.gzavnilebi.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი