მარტვილში, მამათა მონასტრის კელიაში ხანძარი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 200 მ² ფართობი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი აგრძელებს მუშაობას.