ახალი ამბებისაზოგადოება

სამგზავრო მატარებელი, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ივლის [ფოტო]

3 აპრილი, 2019 • 3637
სამგზავრო მატარებელი, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ივლის [ფოტო]

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პირველი სამგზავრო მატარებელი დაათვალიერა. შვეიცარიული “შტადლერის” მატარებელი აზერბაიჯანმა შეიძინა.

შესაბამის ფოტომასალას აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო trend.az ავრცელებს. 

 

 

ბაქო-თბილისი-ყარსი

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო. სამმხრივ ხელშეკრულებას ბაქო–თბილისი–ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის შესახებ 2007 წლის 7 თებერვალს მოაწერეს ხელი თბილისში პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა, მიხეილ სააკაშვილმა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, რომელსაც მაშინ თურქეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა.

მშენებლობა 2008 წელს დაიწყო და 2010 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა შემდეგ 2013 წლისთვის გადაიდო. 2014 წელს პროექტის დასრულების ვადად 2015 წლის მეორე ნახევარი განისაზღვრა, თუმცა 2017 წლამდე რკინიგზის მშენებლობის დასრულება ვერ მოხერხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი