ნეტგაზეთი | ვახო სანაიამ ტელეკომპანია “მაესტრო” დატოვა ვახო სანაიამ ტელეკომპანია “მაესტრო” დატოვა – Netgazeti
RU | GE  

ვახო სანაიამ ტელეკომპანია “მაესტრო” დატოვა

ტელეკომპანია “მაესტრო” გადაცემა “მაესტროს 9” –იანის  წამყვანმა, ჟურნალისტმა ვახო სანაიამ დატოვა.   

აღნიშნული ინფორმაცია “ნეტგაზეთს” არხის გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ დაუდასტურა. მისი თქმით, სანაია “მაესტროდან” 28 სეტემბერს საკუთრი სურვილით წავიდა.

 

“პირველი რადიოს” ინფორმაციით არხიდან ვახო სანაიას წასვლის მიზეზად გენერალურ დირექტორ ბაია გადაბაძესთან კონფლიქტი დასახელდა. გადაბაძე “ნეტგაზეთთან” სანაიასთან უთანხმოებას ადასტურებს, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობს: 

 

“ეს არ იყო კონფლიქტი. ეს იყო საკითხი, რომელზეც ვერ შევთანხმდით. ჩვენ ცივილიზებული ადამინები ვართ. კონფლიქტამდე საქმე არ მისულა. ჩვენ ვისაუბრეთ. მივხვდით, რომ ვერ ვთნხმდებოდით და შემდეგ ერთობლივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. დეტალებზე მე არ ვსაუბრობ, რადგან იქ არაეფრი მნიშვნელოვანი არ არის, რაც საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება. ეს არ ეხება არაფერ ისეთს, რაზეც ღირს საუბარი და სამზრეულოს გარეთ გმოტანა.”

 

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, ვინ შეცვლის ვახო სანაიას “მაესტროს 9” –იანში, ბაია გადაბაძე ასე პასუხობს: “ჯერ ცნობილი არ არის, ვინ შეცვლის სანაიას. მოალპარაკებები არ მიმდინარეობს არავისთან, იმიტომ, რომ წინაპირობა ამ ყველაფერს არ ჰქონია. ჯერჯერობით 9 საათზე “მაესტროზე” იქნება 9-საათიანი საინფორმაციო გამოშვება. დანარჩენს გვიჩვენებს მომავალი. ვინ წაიყავნს ამ გადაცემას, ამ საკითხს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გადაწყვეტს. ეს იქნებიან ჩვენი ჟურნალისტები, რომლებიც არხზე მუშაობენ. ეს არ იქნება საავტორო გადაცემა. ეს იქნება სტანდარტული საინფორმაციო გადაცემა.” 

 

ჟურნალისტი ვახო სანაია სხვადასხვა დროს ტელეკომაპანია “რუსთავი2″–ზე, “იმედზე”, “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” მუშაობდა. 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ნატროშვილი