ნეტგაზეთი | თიბილოვი ხაჯიმბას შეხვდა თიბილოვი ხაჯიმბას შეხვდა – Netgazeti
RU | GE  

თიბილოვი ხაჯიმბას შეხვდა

სოხუმში აფხაზეთის ახალარჩეულ პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას სამხრეთ ოსეთის ლიდერი, ლეონიდ თიბილოვი შეხვდა. 

ოსინფორმის ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეებმა თანამშრომლობის ახალი საკითხები განიხილეს.

 

იანა იანოვსკაიას, თიბილოვის პრესსამსახურის უფროსის განმარტებით, აფხაზეთში ვიზიტის დროს “ლეონიდ თიბილოვმა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციის წევრებმა 90–იან წლებში აფხაზეთ–საქართველოს ომში დაღუპული სამხრეთ ოსეთის მოხალისეების ძეგლი ყვავილებით შეამკეს.”

სოხუმში მყოფი ლეონიდ თიბილოვი რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველს, ვლადისლავ სურკოვსაც შეხვდა. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი , მასალაში გამოყენებულია თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებული ტერმინოლოგია, –––––––––––––––––––––––––––––––––– , –––––––––––––––––––––––––––––––––––––