ახალი ამბები

ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის თანამშრომელი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

2 აპრილი, 2019 • 1356
ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის თანამშრომელი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ფაქტზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო სამსახურის უფროსი სპეციალისტი გოჩა მ. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიების ინფორმაციით, გოჩა მ. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ცდილობდა დაერწმუნებინა წვევამდელი, რომ მისი სამსახურებრივი უფლებამოვალეობების განხორციელებისას 400 ლარის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა წვევამდელის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის 6 თვით გადავადებას.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, გოჩა მ-მ აიღო მის მიერ მოთხოვნილი 400 ლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის
,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9
წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით
პატიმრობა შეეფარდა. გამოძიებას სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი