ახალი ამბები

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონიდან “ლიბერალურის” ამოღების კანონპროექტს, თუმცა “ფორმულირებაზე მუშაობას გააგრძელებს”

1 აპრილი, 2019 • 934
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონიდან “ლიბერალურის” ამოღების კანონპროექტს, თუმცა “ფორმულირებაზე მუშაობას გააგრძელებს”

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა კანონპროექტს ზოგადი განათლების შესახებ კანონიდან  სიტყვა “ლიბერალურის” ამოღებას, თუმცა “ზუსტ ფორმულირებაზე მუშაობას გააგრძელებს”.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განაცხადა, პრინციპი, რომ კანონმდებლობა ბავშვთა უფლებების კონვენციას დაუახლოვდეს, მისაღებია, თუმცა კონკრეტული ჩანაწერი: “ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება” – არის თუ არა ამოსაღები, ამაზე გარკვეული შენიშვნები აქვს განათლების სამინისტროს და ზუსტ ფორმულირებაზე მსჯელობა გაგრძელდება.

კანონპროექტის ავტორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: გენადი მარგველაშვილი და ნუკრი ქანთარია.

2 დეპუტატი განათლების კანონიდან სიტყვა “ლიბერალურის” ამოღებას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი