გარდაიცვალა ტელეწამყვანი მარკ რივკინი, რომელსაც პირველ არხზე “ვესტნიკი” მიჰყავდა

ტელეწამყვანი მარკ რივკინი, რომელსაც 1990-იან წლებში პირველ არხზე გადაცემა “ვესტნიკი” მიჰყავდა, 2019 წლის 31 მარტს 77 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა რივკინის ოჯახზე დაყრდნობით გაავრცელა.

რივკინი, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრიც იყო 1990-იან წლებში, ღირსების ორდენით იყო დაჯილდოებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com