31 მარტს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.
სხვადასხვა მედიასაშუალების თანახმად, პრეზიდენტობის 39 კანდიდატიდან ძირითადად სამი ლიდერი იკვეთება:
- ახლანდელი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო;
- ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკო;
- კომიკოსი ვოლადიმირ ზელენსკი, რომლის პერსონაჟიც ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში მოულოდნელად პრეზიდენტი ხდება.
“ამერიკის ხმის” თანახმად, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგების თანახმად მოსალოდნელია, რომ ვერცერთი კანდიდატი პირველ ტურში 50%-ზე მეტს ვერ აიღებს. თუ ასე მოხდა, მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.
ამომრჩეველთა რაოდენობა 35 მილიონზე მეტია; მათი დაახლოებით 12% ხმის მიცემას ვერ ახერხებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და დონეცკისა და ლუთანსკის ოკუპაციის გამო.