ახალი ამბები

1 მილიონი ვთქვი, მაგრამ არ შევჩერდები – ივანიშვილი ზუგდიდის საკათედრო ტაძრის მშენებლობაზე

30 მარტი, 2019 • 1458
1 მილიონი ვთქვი, მაგრამ არ შევჩერდები – ივანიშვილი ზუგდიდის საკათედრო ტაძრის მშენებლობაზე

დღეს, 30 მარტს, მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობის პროცესს გაეცნო.

ის სასულიერო პირებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ მზადაა, ტაძრის მშენებლობის პროცესში მონაწილეობა მიიღოს.

“1 მილიონი ვთქვი, მაგრამ არ შევჩერდები. ულამაზესი ტაძარია. ამაში მონაწილეობას სიამაყითაც მივიღებ”, – მიმართა მან სასულიერო პირს.

ზუგდიდში საკათედრო ტაძრის მშენებლობა 2011 წლიდან მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი