ჭიათურაში, საბაგიროს მშენებლობაზე, მუშა დაიღუპა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შემთხვევა დღეს, 30 მარტს, დილით მოხდა. შსს-ს განცხადებით, ახალგაზრდა კაცის დაღუპვის ზუსტ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.
გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.