ახალი ამბები

ყველგან, გარდა რუსეთისა – ბექა გოჩიაშვილის უარი მოსკოვსა და პეტერბურგში დაკვრაზე

30 მარტი, 2019 • 2979
ყველგან, გარდა რუსეთისა – ბექა გოჩიაშვილის უარი მოსკოვსა და პეტერბურგში დაკვრაზე

ქართველი პიანისტი ბექა გოჩიაშვილი, რომელიც ამერიკელი მუსიკოსის, სტენლი კლარკის ბენდთან ერთად უკრავს, რუსეთში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობაზე უარს ამბობს. შესაბამისი პოსტი მან ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

მისი თქმით, გაზაფხულზე დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში დაუკრავს ყველგან, გარდა რუსეთის ქალაქებისა.

“გაზაფხულის ტურნე 2019. მე დავუკრავ ყველა ამ ქალაქში გარდა მოსკოვისა და პეტერბურგისა”, – დაწერა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი