ნეტგაზეთი | ობამა: აზერბაიჯანში არასამთავრობო ორგანიზაციებზე წარმოუდგენელი შეტევებია ობამა: აზერბაიჯანში არასამთავრობო ორგანიზაციებზე წარმოუდგენელი შეტევებია – Netgazeti
RU | GE  

ობამა: აზერბაიჯანში არასამთავრობო ორგანიზაციებზე წარმოუდგენელი შეტევებია

“ისეთ ქვეყნებში, როგორიც აზერბაიჯანია, კანონი წარმოუდგენლად ართულებს არასამთავრობოების საქმიანობას,” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კლინტონის გლობალური ინიციატივის ყოველწლიურ პლენარულ სესიაზე.

ობამას თქმით, მსგავსი რეჟიმები ასეთი შეტევებით საზოგადოების განვითარებას აფერხებს და ადამიანებს თავისუფლებასა და კეთილდღეობას ართმევს.

 

“ქვეყნები, რომლებიც ადამიანის უფლებებს პატივს სცემენ, ჩვენი ახლო მოკავშირეეები ხდებიან. ის ქვეყნები, სადაც ადამიანის უფლებები უგულებელყოფილია, საზოგადოებაში სიძულვილისა და უსამართლობის განცდა რჩება, რასაც, საბოლოო ჯამში, ქვეყანა შეიძლება არასტაბილურობამდე ან ექსტრემიზმამდე მიიყვანოს. ამიტომ მჯრა, რომ აშშ-ის  მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა ეროვნული უსაფრთხოების საკითხია,”- განაცხადა ობამამ.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
 
   



ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი