ახალი ამბები

“ბიუჯეტს არ ექნება, მე გავაკეთებ” – ივანიშვილის დაპირება მოქალაქეებს ხიბულაში

29 მარტი, 2019 • 2789
“ბიუჯეტს არ ექნება, მე გავაკეთებ” – ივანიშვილის დაპირება მოქალაქეებს ხიბულაში

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სოფელ ხიბულაში იყოფებოდა, მოქალაქეებს  გაზისა და წყლის პრობლემების მოგვარებას ჰპირდება.

“გაზიფიცირებაც და წყლის საკითხიც დავუჩქაროთ. ბიუჯეტს არ ექნება, [ფული] მე გავაკეთებ. პირველ რიგში, წყალი გავუკეთოთ სოფელს, გზა…”-ამბობს ივანიშვილი.

Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში ივანიშვილი ამბობს, რომ თუ ბიუჯეტში საკმარისი ფული არ იქნება, საკუთარი ფინანსებით გააკეთებს. ერთმა მოქალაქემ ივანიშვილს საბავშვო ბაღის გაკეთებაც სთხოვა, რაზეც ის ჰპირდება, რომ გაკეთდება, თუმცა ამ შემთხვევაში არ ამბობს, საკუთარი თუ ადგილობრივი ან სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი