ახალი ამბები

რა არის პორნოგრაფია – გოგი გვახარია სასამართლოს ექსპერტის სახით ჩვენებას აძლევს 

29 მარტი, 2019 • 4522
რა არის პორნოგრაფია – გოგი გვახარია სასამართლოს ექსპერტის სახით ჩვენებას აძლევს 

„დღევანდელი ჩემი გამოსვლა ჩემს სალექციო კურსს ემთხვევა – ცენზურის ისტორია კინოში… თავისუფალ ქვეყნებში არ არის აკრძალული პორნოგრაფია.

1986-87 წლებშიც კომისია შექმნეს, ელდარ შენგელაია დანიშნეს ხელმძღვანელად. მეც ვიყავი იმ კომისიაში. კომისიას უნდა დაედგინა, კონკრეტული ადამიანებისთვის ჩამორთმეული ვიდეოკასეტები იყო თუ არა პორნოგრაფია. ისინი უნდა დაეპატიმრებინათ ამის გამო. ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ ეს არ იყო პორნოგრაფია და ეს ადამიანები გადარჩნენ…” – ამ ისტორიის მოყოლით დაიწყო ჩვენების მიცემა კინომცოდნე გოგი გვახარიამ. ის დღეს, 29 მარტს, საკონსტიტუციო სასამართლოს „პორნოგრაფიის საქმეზე“ ექსპერტის სახით ჩვენებას აძლევს.

დავის საგანი მარტივია: კანონში მხოლოდ ის უნდა ეწეროს, რომ პორნოგრაფია დასჯადია, თუ უფრო დეტალურად უნდა განიმარტოს, რა არის პორნოგრაფია და რა სახის პორნოგრაფიის გავრცელება ისჯება.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, „პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე, ასეთი საგნით ვაჭრობა ან მისი შენახვა, გამოყენების ან გავრცელების მიზნით, აკრძალულია“.

სარჩელის ავტორი გიორგი ლოგუაა. ის 2015 წელს დააკავეს იმის გამო, რომ საკუთარ ინტერნეტგვერდზე პორნო- ვიდეომასალა განათავსა. მოსარჩლის ინტერესებს გიორგი გოცირიძე იცავს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი