ახალი ამბები

კალაძე, რივალდო, ფიგუ, მალდინი და სხვა ვარსკვლავები “მსოფლიო ნაკრებში” ითამაშებენ

24 სექტემბერი, 2014 •
კალაძე, რივალდო, ფიგუ, მალდინი და სხვა ვარსკვლავები “მსოფლიო ნაკრებში” ითამაშებენ

საფეხბურთო კლუბ “ყაირათის” მმართველი ბორდის თავმჯდომარე, ყაუეატ ბორამბაიევი 15 სექტემბერს შეხვდა ჟურნალისტებს და მიაწოდა ინფორმაცია დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავდირებით. მისი თქმით, მატჩი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მონაწილეობით, როგორც ალმაატასთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის, დიდი მოვლენა იქნება.


კალაძე და სხვა ყოფილი ფეხბურთელები ყაირათის წინააღმდეგ
კალაძე და სხვა ყოფილი ფეხბურთელები ყაირათის წინააღმდეგ

 

“არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ვუკეთებთ ორგანიზებას ამ მატჩს. ეს პოპულარიზაციას გაუკეთებს ყაზახეთს და გაზრდის ალმაატის ცნობადობას, რომელიც წარდგენილია მომავსლი ზამთრის ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქებს შორის. ეს, რა თქმა უნდა, დაეხმარება “ყაირატს” განვითარებაში. ეს არის კარგი შანსი განვავითაროთ ჩვენი ბრენდი და გავაცნოთ ჩვენი თავი მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივრებს,” – განაცხადა ბორამბაიევმა

 

მსოფლიო გუნდში ითამაშებენ ისეთი ვეტერანი ფეხბურთელები, როგორებიც არიან:

 

პაულო მალდინი, ფაბიო კანავარო, ფრანჩესკო ტოლდო, ლუიშ ფიგუ, რივალდი, პოლ სქოულზი, კლარენ ზეედორფი, კახა კალაძე და ანდრეი შევჩენკო.

 

ყაირატის ლეგენდებს რიგებში ითამაშებენ:

 

ევსტახი პელევანიდი, კურალბეკ ორდაბაიევი, სერგეი სტუკაშოვი, ევგენი იაროვენკო, ბახიდ მასუდოვი და სხვა გამორჩეული ვეტერანი “ყაირატელები”.

 

“ყაირათი” ყაზახეთის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 30 ქულით ლიდერობს. ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურია დარჩენილი და ალმაატურ გუნდს არსებობის ისტორიაში მეორედ გაჩემპიონების კარგი შანსი აქვს. “ყაირათი” 4 ქულით უსწრებს “ასტანას”, თუმცა თავის უშუალო კონკურენტზე ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი