ახალი ამბები

ნიკოლოზ ჯანჯღავას გენერლის წოდება მიენიჭება

28 მარტი, 2019 • 3293
ნიკოლოზ ჯანჯღავას გენერლის წოდება მიენიჭება

პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავას გენერლის წოდება მიენიჭება. ნეტგაზეთს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ შესაბამისი თხოვნით თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს უკვე მიმართა.

პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა 2016 წლიდან საქართველოს თავადაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილეა. ნიკოლოზ ჯანჯღავას სამხედრო  განთლება აშშ-ში აქვს მიღებული. ის 2001 – 2002 წლებში აშშ-ის არმიის სამეთაურო და გენერალური შტაბის კოლეჯში სწავლობდა. 2011 – 2012 წლებში ჯანჯღავა ასევე სწავლობდა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის არმიის კოლეჯში, ხოლო 2014 წელს- აშშ-ის არმიის  გენერალური ინსპექციის სკოლაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი