ნეტგაზეთი | აზერბაიჯანში უკანონო ფორმირებებში მონაწილეობის ბრალდებით 26 პირი დააკავეს აზერბაიჯანში უკანონო ფორმირებებში მონაწილეობის ბრალდებით 26 პირი დააკავეს – Netgazeti
RU | GE  

აზერბაიჯანში უკანონო ფორმირებებში მონაწილეობის ბრალდებით 26 პირი დააკავეს

აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების სამინისტრომ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობის ბრალდებით 26 პირი დააკავა.

სააგენტო trend-ის ინფორმაციით, ყველა ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

 

აზერბაიჯანის მთავრობის ინფორმაციით, დაკავებულებიდან ორი პირი, ფირდოვსი იუსიფოვი და ტალეხ სოლთანოვი, პაკისტანის ტერიტორიაზე შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობდა, რაც ორი ქვეყნის, პაკისტანისა და აზერბაიჯანის კანონმდებლობით დანაშაულად მიიჩნევა. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
   


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი