ნეტგაზეთი | აზერბაიჯანი დემოგრაფიული განვითარების ახალ პროგრამას ამუშავებს აზერბაიჯანი დემოგრაფიული განვითარების ახალ პროგრამას ამუშავებს – Netgazeti
RU | GE  

აზერბაიჯანი დემოგრაფიული განვითარების ახალ პროგრამას ამუშავებს

აზერბაიჯანი 2025 წლამდე პერიოდის დემოგრაფიული განვითარების ახალ სახელმწიფო პროგრამას ამუშავებს. ამის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე აზერბაიჯანის შრომისა და მოსახლლეობის სოციალური დაცვის მინისტრმა სალიმ მუსლიმოვმა განაცხადა,- წერს სააგენტო Trend. 

მისი თქმით, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის პირველ წლებში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისისა და ქვეყნის 20%-ის ოკუპაციის გამო ქვეყანა სოციალურ სფეროში სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა, რამაც მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი დაუტოვა ქვეყანას.

 

მინისტრის განმარტებით, აზერბაიჯანი დსთ-ში პირველი ქვეყანაა, რომელმაც 1999 წელს “დემოგრაფიული განვითარების კონცეფცია” მიიღო. ამ დოკუმენტის შესაბამისად, დემოგრაფიული პოტენციალის რეალიზაციისთვის მიღებული იყო ზომები, რომელიც განათლების დონის ზრდასა და მიგრაციის რეგულაციას შეეხებოდა. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი