2022 წლიდან ევროპაში გაყიდულ ახალ მანქანებს სიჩქარის შემზღუდავი სისტემა უნდა ჰქონდეთ. მსგავს მოთხოვნას ევროკავშირი უსაფრთხოების ახალი წესებიდან გამომდინარე უყენებს ავტომობილების მწარმოებლებს, რომელთაც ევროკავშირის ქვეყნებში მანქანების გაყიდვა სურთ, . ეს წესები არა მხოლოდ მანქანებს, არამედ სხვა სატრანსპორტო საშუალებებსაც შეეხება.
“სიჩქარის დამხმარე ჭკვიანი სისტემა” სიჩქარის გადაჭარბებისას ავტომატურად კი არ დაამუხრუჭებს მანქანას, არამედ ის შეზღუდავს ძრავის სიმძლავრეს, რათა მანქანამ არ გადააჭარბოს დაწესებული სიჩქარის ლიმიტს.
ევროკომისარი ელზბიეტა ბიენკოვსკა აცხადებს, რომ ყოველწლიურად ევროპაში ავტოსაგზაო შემთხვევებს 25 ათასი ადამიანი ეწირება და შემთხვევების უმრავლესობა ადამიანების შეცდომის გამო ხდება.
“ახალი სისტემა, რომელიც ყველასთვის სავალდებულო იქნება, უსაფრთხოებაზე ისეთივე გავლენა ექნება, როგოც, მაგალითად, ღვედის შემოღებას ჰქონდა”,-ამბობს ის.
ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებში ერთ-ერთი პრობლემა ქუჩებში საგზაო ნიშნებია. მათი თქმით, ქუჩებში სიჩქარის შემზღუდავი ნიშნები ევროპის მასშტაბით განხვავდება, რაც ართულებს მათ შემჩნევას, ხოლო ციფრულ რუკებში სიჩქარის შეზღუდვის ნაწილზე საკმარისი ინფორმაცია არ არის.
“ჭკვიანი სიჩქარის სისტემა მანქანებში თანდათანობით უნდა დაინერგოს, რათა მწარმოებლებს ახალი ინფრასტრუქტურის დასაყენებლად დრო ჰქონდეთ. ევროკავშირის ახალი წესი გაერთიანების წევრმა ქვეყნებმა და ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცონ.