მინისტრის განცხადებით, მომქმედი სისტემა საბჭოთა კავშირის გადმონაშთია და  სრულად უნდა შეიცვალოს:
 
 
“შესაძლებელია სისტემაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც თავისი გავლენის მოპოვებას შეეცდებიან. ამას ჩვენი სისტემა ვერ წაახალისებს. დაწესებულებას მართავს ადმინსიტრაცია და არა მაყურებლები. მე არ ვიცი ვინ, ვის ეძახის მაყურებელს, შეიძლება თვითონ მსჯავრდებულებმა ვიღაც აღიარონ, მისცენ ერთგვარი პრივილეგია, მაგრამ დაწესებულება ამას ვერ წაახალისებს. მე ვიქნები ძალიან მკაცრი, ამავდროულად ვიქნები სამართლიანი. ანალიზმა ცხადჰყო, რომ სისტემაში არის რაღაც ნაკლოვანებები და პრობლემები. ამიტომ მე და ჩემი ჯგუფი დავსხედით, დავწერეთ კანონპროექტი, რომელსაც მთავრობას წარვუდგენთ უახლოეს დღეებში, შემდგომში პარლამენტში გადასაგზავნად. ამ რეფორმით ძირფესვიანად იცვლება სისტემა. მოქმედი სისტემა საბჭოთა კავშირის გადმონაშთია, მასში არც ერთი რეფორმა ჩატარებულა. მე ამ სისტემას გავხდი მოქნილს. “

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *