ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ღონისძიება უკრაინაში ომის წინააღმდეგაა მიმართული და “რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას” აპროტესტებენ. მოსკოვის გარდა მსგავსი მარში იმართება რუსეთის სხვა ქალაებში.
მსვლელობა პუშკინის მოედნიდან დაიწყო და სახაროვის მოედანზე დასრულდება. ბიბისის რუსული სამსახურის ინფორმაციით, დემონსტრაცია ისე დაიწყო, რომ ინცინდენტები არ მოჰყოლია. ღონისძიებაში 50 000-მდე ადამიანი მონაწილეობას.
დაახლოებით ოცმა ადამიანმა, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ე.წ. ლუგანსკის სახალხო დროშებით და ბანერებით, წარწერით “ნოვარასია”, სცადა დემონსტრანტებს პუშკინის მოედანზე შეერთებოდა, მაგრამ პოლიციამ ისინი მსვლელობასთან ახლოს არ მიუშვა.
რეზოლუციის პროექტში, რომელიც მარშის ორგანიზატორების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ორგანიზატორები უკრაინის ტერიტორიდან რუსეთის ჯარების გამოყვანას და უკრაინასთან სავაჭროს და ენერგეტიკული ომის შეწყვეტას მოითხოვენ.





