სამინისტროს ინფორმაციით, პატიმარი სამართალდამცავებმა  სოფელ რუხში დააკავეს, საიდანაც გამყოფი ხაზის გადაკვეთით, გალის რაიონში გადასვლას ცდილობდა.

 

მსჯავრდებული 21 სექტემბერს, გამთენიისას ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიიდან გაიქცა, სადაც გეგუთის N14 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მკურნალობის მიზნით იყო გადაყვანილი. რუსლან სოსელიას მიმართ საქმეზე  დაწყებულია გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სამინისტროს ონფორმაციით, პატიმრის გაქცევის გამო, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს ქუთაისის განყოფილების 3 თანამშრომელი დააკავეს. აღნიშნული პირების მიმართ გამოძიება  სისხლის სამართლის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *