ახალი ამბები

პოლიტიკოსის კადრების ატვირთვის გამო მოზარდი დავაკავეთ – შსს

27 მარტი, 2019 • 972
პოლიტიკოსის კადრების ატვირთვის გამო მოზარდი დავაკავეთ – შსს

შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დაკავებულია პირი, რომელმაც სავარაუდოდ ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი კადრები ინტერნეტში გაავრცელა.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დაკავებულია მოზარდი.

“დეტალებს ბევრს ვერ გეტყვით. სხვა საგამოძიებო მოქმედებებსაც ვატარებთ… მის მიერ არის ატვირთული. ჩემი ინფორმაციით, აღიარებს ბრალს”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ერთ-ერთ საიტზე განთავსდა.

აღნიშნულ ვიდეოს, რომელიც ორი კვირის წინ არის ატვირთული,  6 ათასამდე ნახვა ჰქონდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკვე ინფორმირებული არიან პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების კვლავ გავრცელებასთან დაკავშირებით და კომპეტენციის ფარგლებში მოახდენენ რეაგირებას.

ვიდეო წაიშალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი