ახალი ამბები

აშშ-ის არმიის მდივანი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია

20 სექტემბერი, 2014 •
აშშ-ის არმიის მდივანი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტი ფარგლებში აშშ-ის არმიის მდივანს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თავდაცვის უწყებაში მიიღებს.

 

“შეხვედრაზე მხარეები საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრებენ. განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება ნატოს სამიტის შედეგად საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ამერიკული მხარის ჩართვა”,- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხვალ აშშ-ის არმიის მდივანი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრება. ჯონ მაკჰიუ ასევე გაემგზავრება, გმირთა მოედანზე და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

 

აშშ-ის არმიის მდივნის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 22 სექტემბერს დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი