ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევი: “სამხრეთის დერეფანი” ყველასთვის მომგებიანი იქნება

20 სექტემბერი, 2014 •
ალიევი: “სამხრეთის დერეფანი” ყველასთვის მომგებიანი იქნება

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, “ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფანი” ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.


მისი განცხადებით, დოკუმენტში, რომესაც ხელი სამი წლის წინ მოეწერა ევროკომისიასა და აზერბაიჯნას შორის, ყურადღების ცენტრში ექცევა ის ფაქტორი, რომ აზერბაიჯანი არის ქვეყანა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.


“დღევანდელი დღის შემდეგ ეს როლი კიდევ უფრო იზრდება. ენერგეტიკული უსაფრთხოება ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. სრულიად შეუძლებელია დღეს ენერგეტიკა პოლიტიკისგან და ეკონომიკისგან ცალკე განიხილო,”- განაცხადა ალიევმა. 

 

დღეს, 20 სექტემბერს, ბაქოში, ჰეიდარ ალიევის ცენტრში ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფნის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია გაიმართა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაცით, „შაჰ-დენიზის” მე-2 ფაზის ფარგლებში გათვალისწინებულია სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება, რის შედეგადაც თურქეთის მიმართულებით წლიურად დამატებით 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება განხორციელდება.

 

“ეს არის ძალიან დიდი დღე, ვინაიდან საქართველო არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი, მთავრი მონაწილე. საქართველო რჩება სტაბილურ, საიმედო, ტრანზიტულ ქვეყნად და ეს ჩვენი ქვეყნისთვის იქნება მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ ის მოიტანს ინვესტიციებს, ეს არის 45 მილიარდიანი პროექტი, აქედან დაახლოებით 2 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდება საქარველოში. ეს გამოიწვევს რამდენიმე ათასი ადამიანის დასაქმებას ჩვენს ტერიტორიაზე და ჩვენ მივესალმებით ამ ისტორიული პროექტის დაწყებას”,- განაცხადა ღარიბაშვილმა, რომელიც აღნიშნულ ცერემონიას ესწრებოდა.


 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
 
  

მასალების გადაბეჭდვის წესი