ახალი ამბები

პრემიერი: „შაჰ-დენიზის” ფარგლებში საქართველოში 2 მილიარდამდე ინვესტიცია განხორციელდება

20 სექტემბერი, 2014 • • 976
პრემიერი: „შაჰ-დენიზის” ფარგლებში საქართველოში 2 მილიარდამდე ინვესტიცია განხორციელდება

პრემიერ-მინისტრის პრესამსახურის ინფორმაცით, „შაჰ-დენიზის” მე-2 ფაზის ფარგლებში გათვალისწინებულია სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება, რის შედეგადაც თურქეთის მიმართულებით წლიურად დამატებით 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება განხორციელდება.

 

“ეს არის ძალიან დიდი დღე, ვინაიდან საქართველო არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი, მთავრი მონაწილე. საქართველო რჩება სტაბილურ, საიმედო, ტრანზიტულ ქვეყნად და ეს ჩვენი ქვეყნისთვის იქნება მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ ის მოიტანს ინვესტიციებს, ეს არის 45 მილიარდიანი პროექტი, აქედან დაახლოებით 2 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდება საქარველოში. ეს გამოიწვევს რამდენიმე ათასი ადამიანის დასაქმებას ჩვენს ტერიტორიაზე და ჩვენ მივესალმებით ამ ისტორიული პროექტის დაწყებას”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი