ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჟურნალისტები და ექსპერტები სოხუმიდან, ცხინვალიდან და თბილისიდან ერევანში ხვდებიან

20 სექტემბერი, 2014 • • 1367
ჟურნალისტები და ექსპერტები სოხუმიდან, ცხინვალიდან და თბილისიდან ერევანში ხვდებიან

ღონისძიება, რომელიც ერევანში თემაზე “უკრაინის კრიზისის შესაძლო გავლენა სამხრეთ კავკასიის რეგიონზე” იმართება, პროგრამა COBER-ის ფარგლებში, ევრკავშირის მხარდაჭერით გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ეწყობა. 

 

ამავე გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრის ორგანიზატორია სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრი [საქართველო]. ანგარიშებს წარმოადგენენ თეა არშბა – ჟურნალისტი[სოხუმი], თამარა ტერაშვილი – ჟურნალისტი [ცხინვალი], გიორგი კანაშვლი – “კავკასიური სახლის”კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი [თბილისი]. 

 

newcaucasus.com-ის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ, ასევე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ექსპერტები სოხუმიდან – რიონ აგრბა, იზიდა ჭანია, ლევინ გალუსტიანი; ცხინვალი – ალინა ჩოჩიევა [იურისტი], ოკსანა თადეევა [იურისტი], იგორ ჩუგუევი [კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი] და თბილისიდან – გოგა ჭყონია [საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელი], თინათინ ასათიანი [“მაესტრო”] და ივა ბაძაღუა [პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრი]. 


ერევანი, სომხეთი
ერევანი, სომხეთი


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
   


 

მასალების გადაბეჭდვის წესი