ახალი ამბები

21 სექტემბერს “ჯეოსელმა” შესაძლოა შეფერხებით იმუშაოს

20 სექტემბერი, 2014 •
21 სექტემბერს “ჯეოსელმა” შესაძლოა შეფერხებით იმუშაოს

“ჯეოსელში ტექნიკური ბაზის გადახალისების პროცესი მიმდინარეობს, რაც განაპირობა მობილურ ინტერნეტზე და მასთან ასოცირებული სერვისების მოხმარების მნიშვნელოვანმა ზრდამ. ამასთან დაკავშირებით, ამა წლის 21 სექტემბერს კომპანიაში ჩატარდება ტექნიკური მოდერნიზაციის გეგმიური სამუშაოები, რამაც შესაძლებელია ქსელში გარკვეული შეფერხებები გამოიწვიოს. გვინდა წინასწარ ბოდიში მოვუხადოთ ჩვენს აბონენტებს შესაძლო დისკომფორტის შექმნისთვის. ჩვენ ვეცდებით აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები  მაქსიმალურად  მცირე დროში განვახორციელოთ, რაც მომავალში საშუალებას მოგვცემს ჩვენს აბონენტებს უფრო დახვეწილი და თანამედროვე სერვისები შევთავაზოთ”,- ნათქვამია “ჯეოსელის” განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი