ნეტგაზეთი | ოსურ მხარესთან მოსწავლეების თავისუფალი გადაადგილების საკითხებზე იმსჯელეს ოსურ მხარესთან მოსწავლეების თავისუფალი გადაადგილების საკითხებზე იმსჯელეს – Netgazeti
RU | GE  

ოსურ მხარესთან მოსწავლეების თავისუფალი გადაადგილების საკითხებზე იმსჯელეს

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ სხდომაზე მოსწავლეების გადაადგილებასა და ახალგორის მიმართულებით თავისუფლად გადაადგილების საკითხზე იმსჯელეს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცნობით, ერგნეთში გამართულ 48-ე შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ოსურ მხარესთან იმსჯელა მოსწავლეების გადაადგილების საკითხებზე სახლიდან სკოლამდე. საუბარი ასევე შეეხო მსხვილფეხა საქონლის მიერ გამყოფი ხაზის გადაკვეთის დროს წარმოშობილ პრობლემაზე.

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, მოსწავლეთა გადაადგილების პრობლემის გადასაჭრელად ტექნიკური დეტალების მოგვარებაა საჭირო, რისთვისაც ოსურმა მხარემ დრო ითხოვა.

 

სამინისტროს ცნობით, ქართულმა მხარემ დააყენა ახალგორის მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების საკითხი და კიდევ ერთხელ გააპროტესტა გამყოფ ხაზზე მავთულხლართებისა და ღობეების გავლება. ერგნეთში მომდევნო – 49-ე შეხვედრა 21 ოქტომბერს გაიმართება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი .