ორგანიზაციის იურისტი ლაშა ჩალაძე ამბობს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც იურისტები საკითხს შეისწავლიან.

 

ჩალაძის განმარტებით, ქონების დაყადაღება პიროვნებას უზღუდავს საკუთრების უფლებას ქონების განკარგვის – გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის ნაწილში, მაგრამ ცხოვრების, სარგებლობის უფლების ნაწილი ძალაში რჩება.

 

ჩალაძის თქმით, ქონების ყადაღა არის ქონების უზრუნველყოფის ერთ-ერთი სახე იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რისკი, რომ პიროვნებამ თავის ვალდებულებას თავი აარიდოს.

 

“ყადაღა ასევე შეიძლება დაედოს საგადასახადო ორგანოს მიერ, თუ, მაგალითად, როგორც გადასახადს გადამხდელის კუთხით არსებობს დავალიანება საგადასახადო ორგანოსთან. ყადაღის მიზანი არის ის, რომ სამომავლოდ აღსრულება გახდეს მარტივი. თუ პიროვნება თავად არ გადაიხდის დავალიანებას, მისი ქონების რეალიზაციიდან მოხდება ამონაგები თანხით კრედიტორის დაკმაყოფილება”, – ამბობს ლაშა ჩალაძე. 

 

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის, სანდრა რულოვსის, ნიკოლოზ სააკაშვილის, გიული ალასანიასა და მზია წერეთლის ქონებას ყადაღა დაედო, რადგან სააკაშვილი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.

 

პროკურატურის ცნობით, ყოფილ პრეზიდენტს 8 მილიონი ლარის გაფლანგვა ედება ბრალად და თუ იგი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გადასახადს არ გადაიხდის, მაშინ დაყადაღებული ქონება გაიყიდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *