“სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამი დღის განმავლობაში სამი პატიმრის გარდაცვალება აშკარად მიუთითებს სასჯელაღსრულების სიტემაში პატიმართა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის პრობლემაზე. აუცილებელია გადაიხედოს სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომელთა მუშაობის პრაქტიკა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები და სამედიცინო პერსონალი გულისყურით უნდა მოეკიდონ პატიმართა მოთხოვნებსა და საჩივრებს, მოახდინონ რისკფაქტორების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების მიღება. სუიციდის პრევენციის მიზნით კი აუცილებლად უნდა გაძლიერდეს სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოებისა და რეჟიმის თანამშრომლების, სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგისა, ფსიქიატრისა და სხვა სამედიცინო პერსონალის კოორდინირებული მუშაობა”, – აცხადებს ომბუდსმენი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *