ახალი ამბები

ქართველი ჟურნალისტები მოსკოვში ვიზიტისას პატრიარქსაც შეხვდებიან

18 სექტემბერი, 2014 •
ქართველი ჟურნალისტები მოსკოვში ვიზიტისას პატრიარქსაც შეხვდებიან

პროექტის კოორდინატორი ნატა წერეთელი “ნეტგაზეთთან” საუბრისას არ აკონკრეტებს იმ ჟურნალისტების ვინაობას, რომლებიც მოსკოვში გაემგზავრებიან.

 

“22 სექტემბერს შეხვედრებია დაგეგმილი საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟურნალისტებთან, ექსპერტებთან, პოლიტოლოგებთან. პრესკონფერენცია იქნება რუსეთის პატრიარქის და იქაცაა დაგეგმილი შეხვედრა,”- განუცხადა “ნეტგაზეთს” ნატა წერეთელმა.

 

მისივე თქმით, 14-კაციანი სია მათ მიერ წარმოდგენილი CV-ების საფუძველზე შეირჩა, ხოლო ორგანიზატორებმა სამუშაო გამოცდილება და ენის ცოდნა გაითვალისწინეს შერჩევისას.

 

“ყველა მედიაპლატფორმის წარმომადგენელია სიაში, ბეჭდური მედია, სააგენტოები და ტელევიზია. დაახლოებით 50-მდე განაცხადი შემოვიდა, ძალიან მაღალ დონეზე იქნება შეხვედრები, მაგრამ ვერ დაგიკონკრეტებთ, ზუსტად ვის შეხვდებიან, პროგრამა გაწერილია, მაგრამ ამ წუთებშიც ზუსტდება. ქართველ ჟურნალისტებს მაქსიმალური საშუალება ექნებათ, მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიიღონ”, – ამბობს ნატა წერეთელი. 

 

ჟურნალისტების ვიზიტი მოსკოვში 27 სექტემბერს დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი