ნეტგაზეთი | აფხაზეთის მთავრობა რუსეთთან ახალი შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე საუბრობს აფხაზეთის მთავრობა რუსეთთან ახალი შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე საუბრობს – Netgazeti
RU | GE  

აფხაზეთის მთავრობა რუსეთთან ახალი შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე საუბრობს

აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ექვსწლიანი შეთანხმების ხელმოწერის შესახებ განცხადებას აქვეყნებს. 

“2008 წლის 17 სექტემბერს მოსკოვში აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ექვსწლიან შეთანხმებას მოეწერა ხელი. ეს მოვლენა მართლაც ისტორიულად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რამდენადაც მან გაამყარა რუსეთისა და აფხაზეთის მეგობრული, თანასწორი და ურთიერთსარგებლის მომტანი ურთიერთობები და მას ფართო სამართლებრივი საფუძველი მისცა. 

 

ამ საფუძვლით წინა წლებში ფართო შეთანხმებითი-სამართლებრივი ბაზის ფორმირება მოხდა – 84 ორმხრივი შეთანხმების შესახებ, რომელიც მოიცავდა რუსეთ-აფხაზეთის თანამშრომლობის პრაქტიკულად ყველა სფეროს. ამ დოკუმენტებმა და მათმა გამაერთიანებელმა შეთანხმებამ მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ აფხაზეთისა და რუსეთის ურთიერთობები ახალ დონეზე გადაიყვანა, კონკრეტული შინაარსით შეავსო და აფხაზეთის თითოეული მოქალაქისთვის რეალური პოზიტიური ცვლილებები მოიტანა. 

 

ამჟამად რუსეთსა და აფხაზეთში აცხადებენ მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ ახალი შეთანხმების პერსპექტივებზე. ახალი შეთანხმება, რომელიც უფრო ეფექტურ კომპონენტებს მოიცავს, ხელს შეუწყობს ინტეგრაციის გაღრმავებას და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მექანიზმების შექმნას თავდაცვისა და უსაფრთხოების, სამართლის, სოციალურ-ეკონომიკური, სასაზღვრო და საბაჟო საკითხების განვითარებაში,”- წერია საგარეო უწყების განცხადებაში.  


რაულ ხაჯიმბა, ვლადიმერ პუტინი; ფოტო: რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
რაულ ხაჯიმბა, ვლადიმერ პუტინი; ფოტო: რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი , ------------------------------------------------------------ , -------------------------------------------------------------- , მასალაში გამოყენებულია თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებული ტერმინოლოგია