ნეტგაზეთი | საქართველო და აზერბაიჯანი უკრაინაში მიმდინარე სამხედრო წვრთნებში მონაწილეობენ საქართველო და აზერბაიჯანი უკრაინაში მიმდინარე სამხედრო წვრთნებში მონაწილეობენ – Netgazeti
RU | GE  

საქართველო და აზერბაიჯანი უკრაინაში მიმდინარე სამხედრო წვრთნებში მონაწილეობენ

საქართველო და აზერბაიჯანი შეერთებული შტატების და ნატოს მიერ დასავლეთ უკრაინაში ორგანიზებულ სამხედრო სახმელეთო წვრთნებში (სახელწოდებით “სწრაფი სამკაპი”) მონაწილეობენ.

სამხედრო წვრთნებში 15 სახელმწიფოს სამხედრო მოსამსახურეები არიან ჩართულნი, სულ 1300 ჯარისკაცი. წვრთნები იავორივში, ლვოვის ოლქში მიმდინარეობს.

 

Eurasianet-ის ინფორმაციით, სამხედრო წვრთნები “სწრაფი სამკაპი” 1995 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა ადგილას და გასული წლების განმავლობაში მასში აზერბაიჯანთან და საქართველოსთან ერთად სომხეთიც იყო ჩართული, თუმცა ამჯერად ერევანმა მონაწილეობაზე უარი თქვა.

 

“საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ მარტის ბოლოს სომხეთი “სწრაფი სამკაპის” წვრთნების მონაწილე ქვეყნების სიაში ეწერა. როგორც ჩანს, მათ წვრთნებში მონაწილეობა მარტის შემდეგ გადაიფიქრეს”, – წერს Eurasianet-ი.


სამხედრო წვრთნები უკრაინაში
სამხედრო წვრთნები უკრაინაში

 

წვრთნებში ასევე მონაწილეობენ უკრაინა, ბულგარეთი, კანადა, გერმანია, ბრიტანეთი, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი და ესპანეთი. წვრთნები 15 სექტემბერს დაიწყო და 26 სექტემბერს დასრულდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
დათო ქოქოშვილი