ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გაეროს წამების საწინააღმდეგო მისიამ დაბრკოლებების გამო აზერბაიჯანი ვადაზე ადრე დატოვა

18 სექტემბერი, 2014 •
გაეროს წამების საწინააღმდეგო მისიამ დაბრკოლებების გამო აზერბაიჯანი ვადაზე ადრე დატოვა

გაეროს მისია აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან ადამიანის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სფეროში ვალდებულებების შესრულებას ითხოვს.


“გაეროს წამების საწინააღმდეგო მისიამ, რომელიც თავის მანდატს გაეროს “წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ” პროტოკოლის მიხედვით ახორციელებს, წინააღმდეგობების გამო აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტი ვადაზე ადრე შეწყვიტა,”- წერია აზერბაიჯანში გაეროს წარმომადგენლობის განცხადებაში.

 

განცხადებაშივე ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან გარანტიების მიუხედავად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში დაუბრკოლებლად მუშაობდეს მისია, არ შესრულდა.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
 
  


მასალების გადაბეჭდვის წესი