10:30 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საინფორმაციო ცენტრში პროფესიული განათლების მსურველთა რეგისტრაციის პროცესს პირადად გაეცნობა. ადგილი: (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის VI-ე კორპუსი. ადმინისტრაციული კორპუსის გვერდით) მისამართი: კოსტავას 77
11:00 საათზე ,,ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის“ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადება დეპუტატის უფლებამოსილებებზე კონსტიტუციას ეწინააღმდეგება მისამართი: ვაზისუბნის ქ. # 7
11:00 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაციები – ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი და საზოგადოებრივი დამცველი შსს-ს მიერ საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორის, იოსებ აბულაძის სამსახურიდან “უკანონო გათავისუფლების თემაზე” პრესკონფერენციას გამართავს.
11:00-ზე იურისტი ლევან ალაფიშვილი „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. ერთ-ერთი თემა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის საკითხი იქნება. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.
11:30 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” არასამთავრობო ორგანიზაცია “ადვოკატთა ალიანსი” კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებული კვლევის პრეზენტაციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.
12:00 საათზე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის vip დარბაზში ,თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გახსნასთან დაკავშირებით პრესკომფერენცია გაიმართება,რომელშიც თბილისის მერი დავით ნარმანია მიიღებს მონაწილეობას.
12:00 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” “ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” ერთ- ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.
12:00-ზე მამუკა არეშიძე „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.
12:30 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.
12:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ლაღიძის წყების მთავარი ტექნოლოგი ნანა ჩახაია და მიტროფანე ლაღიძის შვილიშვლები თორნკე და დიანა ლაღიძეები “კომპანია „ლაღის“ მიერ უკანონოდ „ლაღიძის წყლების“ გამოყენების შესახებ” პრესკონფერენციას გამართავენ
13:00 საათზე, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირსა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს მოაწერენ კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე კახა ცაბაძე და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე. (თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. #123)
13:00-ზე ევეტერანი სპორტსმენები „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: “ციგურაობის ფედერასიაში არსებული პრობლემები და ფედერაციის წევრთა პასუხისმგებლობის საკითხი”. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.
13:00 საათზე, სასტუმრო “ამბასადორში” (დიდ საკონფერენციო დარბაზში, მისამართი: თბილისი, შავთელის ქ. 13) სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) პროექტის – „განათლების დაფინანსების სისტემა და თანასწორობა საქართველოში“ ანგარიშისა და შედეგების პრეზენტაციას გამართავს.
13:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები პატიმარ გენადი ჯელაძის საქმესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გაავრცელებენ
13:00 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” “დევნილი ბიზნესმენის” მინდია ქაშიბაძის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია, პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “პროკურატურა წინა ხელისუფლების “ტრადიციას” აგრძელებს”. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
18:00 საათზე ივენთ ჰოლში თბილისის მერი დავით ნარმანია საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტების , დიპლომების გადაცემის მე- 20-ე საზეიმო ცერემონიას დაესწრება.





