ნეტგაზეთი | სომხეთის პარლამენტში ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებაზე საუბრობენ სომხეთის პარლამენტში ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებაზე საუბრობენ – Netgazeti
RU | GE  

სომხეთის პარლამენტში ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებაზე საუბრობენ

სომხეთის საპარლამენტო ფრაქცია “მემკვიდრეობამ” 17 სექტემბერს სომხეთის ეროვნული კრების მიმართვაში მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის ოფიციალურად აღიარების შესახებ პროექტი შეიტანა. 

ოპოზიციური პარტიის კანონპროექტს “სომხეთისა და არწახის [მთიანი ყარაბღის სომხური სახელწოდება] სამხედრო პოლიტიკური უსაფრთხოების კონცეფციის შესახებ” ჰქვია.


ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარტია “მემკვიდრეობა” სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა პარტიის და მისი ლიდერის, სომხეთის პრეზიდენტობის ექსკანდიდატისა და ექსსაგარეო საქმეთა მინისტრის, რაფი ოვანისიანის ყველა მცდელობა უშედეგო იყო. 

 

ოფიციალური ერევნის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ სომხეთის მიერ ყარაბაღის აღიარება OSCE-ს მინსკის ჯგუფის ფარგლებში არსებულ მოლაპარაკებათა პროცესს ხელს შეუშლის.


მთიანი ყარაბაღი; ფოტო: i-news.kz
მთიანი ყარაბაღი; ფოტო: i-news.kz

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
აშოტ გაზაზიანი სპეციალურად ნეტგაზეთისთვის